თუ ჩვენ ვიღებთ ხელფასს შეფასების ინდიკატორად, ეს უფრო მასწავლებლის პენსიას ან შემწეობას ჰგავს…”მხითარ სებასტაცი” საგანმანათლებლო კომპლექსის დამფუძნებელი-დირექტორი აშოტ ბლეიანი პასუხობს “მედიალაბის” კითხვებს.
ბატონო ბლეიან, ჩვეულებრივად აღინიშნება 5 ოქტომბერი მასწავლებლის დღედ. სომხეთის მაღალი რანგის და არა მხოლოდ, ოფიციალური პირები ულოცავენ, გზავნიან მოლოცვებს..
გილოცავთ, გილოცავთ, გილოცავთ … მე საერთოდ არ მესმოდა ეს მოლოცვები, უფრო მეტიც, თუ ადრე ამ მოლოცვების გამგზავნთა რიცხვი ნაკლები იყო, ახლა ის გაიზარდა. რატომ კეთდება ეს, არ მესმის.
– გარდა შეტყობინებებისა და მილოცვებისა, მასწავლებლები სხვაგვარად გრძნობენ თუ არა სახელმწიფოს მხარდაჭერას?
პედაგოგის ნაშრომის გამოყენება თავად საზოგადოებიდან უნდა მოდიოდეს.მაგალითად, იყოს პედაგოგიური საქმიანობის მიმოხილვა, მაგრამ არ არსებობს.
ჩემს დღეში არაფერი შეცვლილა, იცით, გამოდის ხელოვნური და ყალბი, რამდენადაც მე ვარ შეჩვეული, ամ დღეս არაფერს მოაქვს.მე არ ვსაუბრობ მხოლოდ ამ დღეზე, მაგრამ, ზოგადად, მე ვსაუბრობ პროფესიულ დღესასწაულებზე, რაც არ მომწონს.
-რატომ, ბატონო ბლეიან?
– რადგან რაღაც ცარიელი ყალბია, ხელოვნური, ის არ აღწევს ადამიანამდე.
რომ არსებობდეს მასწავლებელთა ასოციაციები, გაერთიანებები, რომლებიც იმ დღეს გამოიყენებოდა რაღაც საკითხების წამოსაწყებად, მე გავიგებდი, მაგრამ რადგან ასეთი რამ არ არსებობს, ის ჩემთვის გაუგებარი რჩება. დღე სავსე უნდა ყოფილიყო კარგი შესაძლებლობებით სწავლისთვის, მაგრამ ეს ასე არ არის, ბევრი რამ უნდა შეიცვალოს.
პედაგოგის როლი ფასდება სახელმწიფო და საზოგადოებრივ დონეზე?
– თუ ხელფასს მივიღებთ შეფასების მაჩვენებლად, უნდა აღვნიშნო, რომ აბსოლუტური უმრავლესობისთვის ეს უფრო პენსიას ან სარგებელს ჰგავს, ვიდრე ხელფასს.როგორ ფასდება ის ამ შემთხვევაში?მასწავლებელს უნდა ჰქონოდა ღირსეული ცხოვრება, მაგრამ ეს ასე არ არის. და თუ რამე შეიცვალა წლების განმავლობაში, ეს ცვლილება ძალიან მცირეა
ზოგადად, მასწავლებლის მთავარი შემფასებელი ბავშვები და მშობლები არიან.
კარგი იქნება თუ ამ დღეს გამოქვეყნდება კვლევები, რათა ჩვენ მივიღოთ ინფორმაცია მასწავლებლის სტატუსის შესახებ, როგორ გრძნობს ის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საზოგადოება უნდა განიხილებოდეს და დაიწყოს ურთიერთობა მასწავლებელთან, მის სტატუსთან, ისაუბროს მათთან დაკავშირებულ საკითხებზე, უნდა იყოს დისკუსიები მრგვალ მაგიდაზე, უნდა გაკეთდეს წინადადებები, რომ არ ვთქვათ დღესასწაულია. ეს ცუდია, დაე, ამოიღონ.
თუ დღესასწაულია, იმ დღესასწაულის გმირი იპოვის სიხარულის გზას, ის აირჩევს.
თქვენ, როგორც საზოგადოება, მთავრობა, დაიწყეთ თქვენი პროფესიული საქმიანობის აღიარებას,არსებული ხარვეზების გაგება, გამოსწორება,
შემოიტანეთ ახალი პარამეტრები, დაეხმარეთ ამ საქმიანობას, თორე მორიგი სიტყვები, მოლოცვები და ყველაერი მთავრდება.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი წერს მილოცვებს, ბეჭდავს მათ, აგზავნის მათ თანაშემწის საშუალებით, ადამიანური კომუნიკაცია არ არის უზრუნველყოფილი და კვლავ გაუცხოება კაცსა და მთავრობას, მასწავლებელსა და საზოგადოებას შორის უფრო ღრმავდება, ვიდრე გადალახავს, ყოველ შემთხვევაში იმ დღეს განსხვავებული განწყობა უნდა გადმოეცა.
რა არის საჭირო იმისთვის, რომ მასწავლებელი იყოს ყურადღების ცენტრში წელიწადში მხოლოდ ერთი დღის ნაცვლად?
– არა მგონია, რომ ისინი ამ დღესაც ყურადღების ცენტრში არიან, ეს ძალიან ჩვეულებრივი დღეა. როგორ გამოიხატება ეს ყურადღება, მხოლოდ მისალოცი შეტყობინებით? ამიტომაც ვამბობ, რომ უნდა იყოს მიმოხილვები, მაგრამ ეს არ უნდა გაკეთდეს როგორც დღესასწაული.
მთარგმნელი: რინა შაგინიანი